ბრუცელოზი
ბრუცელოზი
allmedic
ბრუცელოზი
ბრუცელოზი

ბრუცელოზი ბაქტერიული ინფექციაა, რომლის გადაცემა ხდება ცხოველიდან ადამიანზე არაპასტერიზებული რძისგან დამზადებული პროდუქტების, მათ შორის ყველის, მეშვეობით. იშვიათად შესაძლებელია გამომწვევი ბაქტერიის გადაცემა დაავადებული დედიდან ბავშვზე ძუძუთი კვებისას.

დაავადების განვითარების განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში არიან შემდეგი პროფესიის წარმომადგენლები: ფერმერი, მწველავი, ვეტერინარი, მიკრობიოლოგი და ა.შ.

ბრუცელოზის დამახასიათებელი სიმპტომები არ არის სპეციფიური, ის შეიძლება ჰგავდეს გრიპის სიმპტომებს და გამოვლინდეს დაინფიცირებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვეში. ეს სიმპტომებია:

  • ცხელება
  • შემცივნება
  • ოფლიანობა
  • საერთო სისუსტე
  • სახსრების, კუნთების, ზურგის, თავის ტკივილი

 

ბრუცელიოზმა შეიძლება დააზიანოს ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერი ნაწილი და გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა ენდოკარდიტი (გულის შიდა გარსის ანთება), ართრიტი (სახსრების ანთება), ღვიძლის, ელენთის, სათესლე ჯირკვლის ანთება, დააზიანოს ცენტრალური ნერვული სისტემა (თავისა და ზურგის ტვინი).

დიაგნოზის დასმა ხდება შემდეგი კვლევების მეშვეობით:

  • სისხლისა და ძვლის ტვინის ბაქტერიოლოგიური კვლევა
  • სისხლში ბრუცელოზის გამომწვევის საწინააღმდეგო ანტისხეულების კვლევა
  • დაზიანებული ძვალ-სახსროვანი სისტემის რენტგენოგრაფია
  • კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა
  • თავზურგტვინის სითხის კვლევა
  • ექოკარდიოგრაფია

მკურნალობა გულისხმობს სიმპტომების შემამსუბუქებელ და გამომწვევის საწინააღმდეგო (ანტიბიოტიკი) ხანგრძლივ თერაპიას.

ბრუცელოზი შეიძლება განმეორდეს და მიიღოს ქრონიკული სახე.

allmedic