ბრონქიტი
ბრონქიტი
allmedic
ბრონქიტი
ბრონქიტი

ბრონქიტი სასუნთქი სისტემის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებით. ბრონქიტი შეიძლება იყოს მწვავე (გრძელდება ერთიდან სამ კვირამდე) და ქრონიკული (გრძელდება წელიწადში მინიმუმ სამი თვის მანძილზე, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში).

მწვავე ბრონქიტს ძირითადად ვირუსული ინფექცია იწვევს (იშვიათად შეიძლება თან დაერთოს ბაქტერიული ინფექცია), ხოლო ქრონიკული ბრონქიტის განმაპირობებელი მიზეზი უმთავრესად თამბაქოს წევაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია დაბინძურებული ჰაერი.

როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ბრონქიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ხველა
  • ნახველი
  • ადვილად დაღლილობა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ცხელება
  • დისკომფორტი გულმკერდის არეში.

 

ბრონქიტის ხშირი განმეორება შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენ ჩამოგიყალიბდათ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

ბრონქიტის დიაგნოსტიკა ხდება:

  • გულმკერდის რენტგენოგრაფიით (რათა გამოირიცხოს ფილტვების ანთება და ხველის გამომწვევი სხვა მიზეზი)
  • ნახველის ანალიზი
  • ფილტვების ფუნქციური ტესტი (სპირომეტრია, რათა გამოირიცხოს ბრონქული ასთმა ან სხვა მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე დაავადება)

მწვავე ბრონქიტი საჭიროებს მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას. იგი თავისთავად გაივლის რამდენიმე კვირაში. ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეჭვია ბაქტერიული ინფექციის თანდართვაზე. 

allmedic