
მკერდის სიმსივნის პირველი ნიშანი მკერდში კვანძის/წარმონაქმნის აღმოჩენა ან მამოგრამაზე ცვლილებებია. ის ვითარდება არამხოლოდ ქალებში, არამედ მამაკაცებშიც, თუმცა ამ უკანასკნელში ძალზედ იშვიათად.
მკერდის სიმსივნისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომებია:
მკერდის სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: მდედრობითი სქესი, ასაკის მატება, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ჭარბი წონა, ალკოჰოლიზმი, მენსტრუაციის დაწყება 12 წლამდე ასაკში, მენოპაუზის დაწყება დაგვიანებით, პირველი ბავშვის გაჩენა 35 წლის ასაკის ზემოთ, ფეხმძიმობის ისტორიის არ ქონა, პოსტმენოპაუზური ჰორმონოთერაპია.
დიაგნოზის დასმა ხდება: ხელით მკერდის გასინჯვა (პალპაცია), მამოგრამა, ულტრაბგერითი კვლევა, ბიოფსია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას (მასშტაბი დაზიანების კერაზეა დამოკიდებული), სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, ჰორმონული თერაპია.