თავის ტვინის დაზიანება
თავის ტვინის დაზიანება
allmedic
თავის ტვინის დაზიანება
თავის ტვინის დაზიანება

თავის ტვინის დაზიანება ვითარდება სხვადასხვა ტრავმის ან დაავადების შედეგად. დაზიანება შეიძლება იყოს მცირე ან დიდი ზომის, ერთი ან რამდენიმე, მძიმე ან მსუბუქი ფორმის.

გამომწვევი მიზეზი შეიძება იყოს ინფექციური პროცესი, ტრავმა, იმუნური სისტემის დაავადებები, ანევრიზმა და სხვა მრავალი.

სიმპტომები ძალზედ მრავალფეროვანია:

  • თავის ტკივილი
  • კისრის დაჭიმულობა
  • გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა
  • მხედველობის პრობლემები, თვალის არეში ტკივილი
  • ხასიათის, მეხსიერების, კონცენტრაციის უნარის, გონებრივი შესაძლებლობების მხირვ ცვლილებები
  • გულყრა/კრუნჩხვა
  • ცხელება
  • მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები

 

დიაგნოზის დასმა ხდება ექიმის მიერ სიმპტომების შესწავლით და დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდების (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და სხვ.) გამოყენებით.

მკურნალობის მეთოდი დაავადების გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. სიმპტომების შემსუბუქება პაციენტის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

allmedic