თავის ტვინის სიმსივნე
თავის ტვინის სიმსივნე
allmedic
თავის ტვინის სიმსივნე
თავის ტვინის სიმსივნე

თავის ტვინის სიმსივნე თავის ტვინში ან მასთან ახლოს უჯრედების პათოლოგიური გამრავლების შედეგად ვითარდება. ზოგიერთი მათგანი კეთილთვისებიანია, ზოგი ავთვისებიანი.

სიმპტომები დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობასა და ზომაზე. ყველაზე ხშრად აღინიშნება:

  • თავის ტკივილი, რომელიც ხდება უფრო ხშირი და ძლიერი
  • აუხსნელი მიზეზით განპირობებული გულისრევა და ღებინება
  • მეტყველებასთან, სმენასთან და მხედველობასთან (გაორებული, ბუნდოვანი) დაკავშირებული პრობლემები
  • მგრძნობელობის ან მოძრაობის უნარის თანდათანობითი კარგვა კიდურებში
  • წონასწორობის შენარჩუნების სირთულე
  • კრუნჩხვები
  • ინტელექტუალური, ემოციური და ქცევითი უნარების თანდათანობითი ცვლილებები

 

დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორების: ხანდაზმული ასაკი, რადიაცია და ოჯახური ანამნეზი

დიაგნოზის დასმა ხდება: ნევროლოგიური კვლევების, კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის, ბიოფსიის (სიმსივნური უჯრედების შეგროვება და აღმოჩენა დაავადების კერაში) და სხვ. კვლევების საშუალებით.

მკურნალობის მეთოდის არჩევა დამოკიდებულია სიმსივნის ხასიათზე, მდებარეობაზე, ზომებზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე და გულისხმობს ქირურგიული გზით სიმსივნის ამოკვეთას, სხივურ თერაპიას (რენტგენის ან პროტონული სხივებით სიმსივნური უჯრედების დასხივება, რაც მათ დაღუპვას იწვევს), ქიმიოთერაპიას (ისეთი მედიკამენტების გამოყენება, რომელიც კლავს სიმსივნურ უჯრედებს) და სხვ.   

allmedic