ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშალებებზე დამოკიდებულება
ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშალებებზე დამოკიდებულება
allmedic
ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშალებებზე დამოკიდებულება
ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშალებებზე დამოკიდებულება

ალკოჰოლის ზედმეტი რაოდენობით და ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენება იწვევს მათზე დამოკიდებულებას, რაც განაპირობებს მრავალი დაავადების განვითარებას ან აუარესებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

დამოკიდებულ პიროვნებებში აღინიშნება უფრო მაღალი რისკი საშიში სქესობრივი კონტაქტების დამყარბისადმი, დაბალი მაჩვენებლები როგორც სასწავლებლებში, ასევე სამსახურებში. მსგავსი სახის ნივთიერებების მოხმარება შიეძლება მიუთითებდეს ისეთი დაავადებების თვითმკურნალობას, როგორიცაა დეპრესია.

თქვენ გაქვთ პრობლემა, თუკი ალკოჰოლის თუ სხვა სახის საშუალების მოხმარება ხელს უშლის თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებას და შემდგომში თქვენ გინვითარდებათ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და იმის შეგრძნება, რომ ამ ყოველივეს გარეშე თქვენი დღე შეუძლებელი ხდება.

გრძელვადიანი ალკოჰოლის მოხმარება იწვევს პიროვნების ცვლილებებს, მეხსიერების გაუარესებას, მეტი და მეტი რაოდენობით მოხმარებას მსგავსი ეფექტის მისაღწევად და პრობლემის არსებობის უარყოფას. ასევე იწყება კუჭის და გულის პრობლემები, გულძმარვა და მაღალი წნევა.

ამასთანავე ალკოჰოლის მოხმარება სხვადასხვა სახის მედკიმანტებთან ერთად წარმოადგენს სერიოზულ რისკს სიცოცხლისათვის.

ალკოლოჰლზე დამოკიდებულ პიროვნებას შესაძლოა აღენიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები:

  • კანკალი
  • ილუზიები, ბოდვები
  • ჰალუცინაციები
  • ოფლიანობა

ეს ყოველივე განსაკუთრებით ვლინდება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი უცებ წყვეტს სმას.  ამ შმეთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დამხარების გაწევა.

წამლებზე დამოკიდებულებას რაც შეეხება, ეს გულისხმობს სხვადასხვა არალეგალური საშუალებების, როგორებიცაა მარიხუანას, მეტამფეტამიინის, კოკაინის, ჰეროინის, თუ სხვა ე.წ. „ქუჩური წამლები“ მოხმარებას და ასევე ურეცეპტო თუ რეცეპტიანი პრეპარატების მიღებას.

ხშირია ზოგიერთი გაციების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახლაგაზრდებში. ასევე აღინიშნებოდა წებოს გამოყენებაც ამავე მიზნებისთვის, მასში შემავალი ინგერიდიენტებიდან გამომდინარე.

წამალზე დამოკიდებულებამ შესაძლოა გამოიწვიოს არასასიამოვნო და ხანდახან სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომებიც, მსგავსად ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა.

განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეთ შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებს, რადგან ისინი განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან:

  • ახალგაზრდები
  • ქალებში რეცეპტიტ გამოწერილი მედიკამნეტები
  • კაცებში ალკოჰოლზე დამოკიდებულება
  • 65 წელს გადაშორებული ადამიანები
  • დაბალი შემოსავლის მქონე პიროვნებები
  • ახალშობილები (დედების მიერ მოხმარება ორსულობის დროს).
  • ბავშვები, რომელთა სახლებშიც ხდება სხვადასხვა სახის საშუალებების მოხმარება
allmedic