
ძვლოვანი წანაზარდი ძვლის ზედაპირზე განვითარებული პათოლოგიური წარმონაქმნია. ხშირად ის მდებარეობს სახსრებში ან ხერხემლის მალებზე.
ლოკალიზაციიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ტკივილის, შეშუპების და მოძრაობის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზი (სახსარში) ან უსიმპტომო და რენტგენოლოგიური კვლევისას გაიგოს ადამიანმა მისი არსებობის შესახებ.
მიზეზი ოსტეოართრიტია (სახსრების ხრტილის დაზიანება, რის საკომპენსაციოდაც ორგანიზმი წარმოქმნის ძვლოვან წარმონაქმნებს).
დიაგნოზის დასმა ხდება ექიმის მიერ დაზიანებული სახსრის დათვალიერებისას, პალპაციისას (შეხება) და რენტგენოგრამით.
მკურნალობას აქვს სიმპტომური ხასიათი - სხვადასხვა ჯგუფის (პარაცეტამოლი, ტაილენოლი, იბუპროფენი და სხვ.) ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნა, ხოლო თუ წარმონაქმნი ზღუდავს მოძრაობას ან ახდენს ნერვზე ზეწოლას, ხდება ქირურგიული გზით მისი მოცილება.