სისხლი შარდში
სისხლი შარდში
allmedic
სისხლი შარდში
სისხლი შარდში

შარდში სისხლი (ჰემატურია) შეიძლება იყოს შემჩნეული შეუიარაღებელი თვალით თუ მისი რაოდენობა დიდია, ამის მიხედვით შარდი შეიძლება იყო მოვარდისფრო, წითელი, მოყავისფრო - მოწითალო ან მუქი ყავისფერი. შესაძლოა სისხლის რაოდენობა შარდში არ ჩანდეს მისი აღმოჩენა მოხერხდეს მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგად.

ჰემატურია შეიძლება გამოწვიოს:

  • საშარდე გზების ინფექციებმა
  • თირკმლის ინფექციურმა და არაინფექციურმა დაავადებებმა
  • თირკმლის/საშრდე სისტემის კენჭებმა
  •  პროსტატის ჯირკვლის დაავადებებმა
  • თირკმლის, პროსტატის, საშრდე გზების სიმსივნემ
  • საშარდე სისტემის ორგანოების ტრავმამ
  • სხვადასხვა მედიკამენტებმა

დიაგნოზის დასმა ხდება შემდეგი გამოკვლევებით:

  • ცისტოსკოპია (სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით შარდის ბუშტის შიგნიდან დათვალიერება)
  • შარდის ანალიზი
  • რენტგენოლოგიური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა

 

ჰემატურიის მკურნალობა ხდება მისი გამომწვევი მიზეზის მკურნალობის შედეგად.  

allmedic