
დერმატოფიტოზი სოკოვანი დაავადებაა, რომელიც კანის გარეთა შრეში ვითარდება და წითელი წრიული ფორმის გამონაყრით ხასიათდება.
დაავადების გამომწვევი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გზით გადაეცეს ადამიანს:
დერმატოფიტოზი თავდაპირველად ბრტყელი წითელი, აქერცლილი ზონების წარმოქმნით ხასიათდება. მოგვიანებით წითელი ლაქის კიდეები შემაღლდება და წრიული ფორმის გამონაყრად იქცევა, რომლის ცენტრში კანი შედარებით სუფთაა. წრის კიდეები, როგორც წესი, არასწორია. გამონაყარს შეიძლება თან ახლდეს ქავილი.
დიაგნოზი ძირითადად კანის დათვალიერების საფუძველზე ისმება. ეჭვის არსებობის შემთხვევაში კანის ნაცხის აღება და მისი გამოკვლევა ხდება.
მკურნალობა სოკოს საწინაღმდეგო კრემებისა და ლოსიონის გამოყენებას მოიცავს.
სოკოვანი ინფექციისაგან თავდასაცავად აუცილებელია: