თვალის სიწითლე
თვალის სიწითლე
allmedic
თვალის სიწითლე
თვალის სიწითლე

თვალის სიწითლე თვალის ზედაპირული სიხლძარღვების გაფართოვებით არის გამოწვეული და ერთ ან ორივე თვალზე ერთდროულად შეიძლება განვითარდეს.

 

სისხლძარღვების გაფართოება გარკვეულ გაღიზიანებასთნ ან ინფექციასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული:

  • კონიუნქტივიტი
  • ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება)
  • რქოვანას დაზიანება
  • რქოვანას ჰერპესული ინფექცია
  • რქოვანას წყლული
  • მშრალი თვალი
  • ექტროპიონი (ქუთუთოების გარეთ გადმობუნება)
  • ენტროპიონი (ქუთუთოების შიგნით ჩაბრუნება)
  • ეპისკლერიტი (თვალის თეთრი ნაწილის მფარავი გარსის ანთება)
  • უცხო სხეული თვალში
  • ირიტი (თვალის ფრადი გარსის ანთება)
  • კერატიტი (რქოვანას ანთება)
  • თვალბუდის ცელულიტი (თვალის ირგვლივ ქსოვილების მწვავე ანთება)
  • სკლერიტი (თვალის თეთრი ნაწილის - სკლერის ანთება)
  • ჯიბლიბო
  • სისხლჩაქცევა თვალში

 

ინფექციით გამოწვეული სიწითლეს ხშირად თან ახლავს გამონადენი, რომელიც გამჭვირვალე ან ჩირქოვანი შეიძლება იყოს.

 

მკურნალობა გამომწვევი მიზეზის დადგენის საფუძველზე განისაზღვრება.

allmedic