გლაუკომა დაავადებთა ჯგუფია, რომლებიც მხედველობის ნერვის დაზიანებას და მხედველობის დაკარგვას იწვევს. მდგომარეობას უჩვეულოდ მომატებული თვალის შიდა წნევა განაპირობებს.
გლაუკომების ჯგუფში შემდეგი დაავადებები შედის:
- ღია-კუთხოვანი გლაუკომა
- დახურულ-კუთხოვანი გლაუკომა
- თანდაყოლილი გლაუკომა
სიმპტომები გლაუკომის ფორმის მიხედვით სხვადასხვაა.
ღია-კუთხოვანი გლაუკომა შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:
- პერიფერიული მხედველობის თანდათანობით დაკარგვა
- გვირაბისებური მხედველობა - მოგვიანებით ეტაპზე.
დახურულ-კუთხოვანი გლაუკომა შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:
- თვალის ტკივილი
- გულისრევა, ღებინება
- მხედველობის უეცრად განვითარებული დარღვევა
- დაბინდული მხედველობა
- სინათლის ირგვლივ არშიების ხედვა
- თვალის სიწითლე.
თანდაყოლილი გლაუკომა დაბადებიდან 3 წლის ასაკამდე იჩენს თავს. ადრეულ ეტაპზე ახასიათებს:
- თვალის უნებლიე დახუჭვა
- სინათლის მიმართ თვალის მომატებული მგრძნობელობა
- ჭარბი ცრემლდენა
მოგვიანებით ეტაპზე:
- რქოვანას შემღვრევა - თვალის გუგა ჩანს არა შავი არამედ მოთეთრო, შემღვრეული
- ერთი ან ორივე თვალის გადიდება
- თვალის სიწითლე
დიაგნოზის დასადგენად შემდეგ გამოკვლევები ტარდება:
- თვალის შიდა წნევის განსაზღვრა
- მხედველობის ნერვის შემოწმება
- მხედველობის ველის შემოწმება
- მხედველობის სიმახვილის შემოწმება
- რქოვანას სისქის განსაზღვრა
- სხვა გამოკვლევები.
მკურნალობა მოიცავს:
- მედიკამენტურ მკურნალობას (თვალში ჩასაწვეთებელი და დასალევი მედიკამენტები)
- ქირურგიულ ოპერაციას.