
არაჰოჯკინის ლიმფომა ლიმფური სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ვითარდება ლიმფოციტებში - სისხლის თეთრ უჯრედებში.
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ არაჰოჯკინის ლიმფომის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან დიდი რაოდენობით პათოლოგიურ ლიმფოციტებს. ნორმაში, ორგანიზმში წარმოქმნილი ლიმფოციტები გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კვდებიან და ნაცვლდებიან ახალი უჯრედებით. არაჰოჯკინის ლიმფომის შემთხვევაში დაბერებული ლიმფოციტები განაგრძობენ ზრდასა და გამრავლებას, გროვდებიან ლიმფურ კვანძებში და იწვევენ მათ შეშუპებას.
არაჰოჯკინის ლიმფომისთვის დამახასიათებელია:
დიაგნოზის დასმა ხდება პაციენტის გასინჯვით, სისხლისა და შარდის ანალიზების, რადიოლოგიური კლევების, ლიმფური კვანძის ბიოფსიის მეშვეობით.
მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია ლიმფომის სტადიასა და ტიპზე, პაციენტის ასაკსა და ზოგად მდგომარეობაზე.
თუ ლიმფომა არის ნელა ზრდადი, ესეთ შემთხვევაში მკურნალობა არ ინიშნება, ხდება მხოლოდ პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება.
თუ მდგომარეობა არის მძიმე დაავადების სწრაფი პროგრესირების გამო, ინიშნება შესაბამისი მკურნალობის სქემა: