
სისხლის უამრავი დაავადება არსებობს, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმის მიხედვით თუ სისხლის რომელ უჯრედებზე მოქმედებენ. განასხვავებენ:
სისხლის წითელი უჯრედების დაავადებისთვის - ანემიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, ფერმკრთალი კანი, სუნთქვის უკმარისობა.
სისხლის თეთრი უჯრედების დაავადებები გულისხმობს სხვადასხვა სახის სიმსვინეებს, რომელბიც ვლინდება ლიმფური სისტემის ჩარევით, იმუნური სისტემის დათრგუნვით და მათთან ასოცირებული სიმპტომებით, როგორებიცაა ხშირი ავადობა, დაღლილობა, სიფერმკრთალე და სხვა.
თრომბოციტების დაავადებები გულისხმობს მათი რაოდენობის შემცირებას სისხლში, რაც განაპირობებს სისხლის შედედების პრობლემებს ანუ სისხლდენებს.
სისხლის პლაზმის დაავადებებს სისტემური ხასიათი აქვს ანუ მოიცავს მთელს ორგანიზმს: შესაძლოა გამოვლინდეს სეფსისით (სისხლის მეშვეობით ინფექციის ორგანიზმში გავრცელება, ხასიათდება ცხელებით, გახშირებული სუნთქვით, დაბალი წნევით და ა.შ.), ღრმა ვენების თრომბოზით, სისხლის შედედების პრობლემებით (თრომბების შედედება ან პირიქით სისხლის შეუდედებლობა) და ა.შ.