ჰაშიმოტოს თიროიდიტი
ჰაშიმოტოს თიროიდიტი
allmedic
ჰაშიმოტოს თიროიდიტი
ჰაშიმოტოს თიროიდიტი

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი არის დაავადება, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა ესხმის თავს საკუთარ ფარისებრ ჯირკვალს და ანადგურებს მის უჯრედებს. დაავადება ავტოიმუნურია და მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი შეიძლება წლების მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მისი პირველი სიმპტომი ყელის მიდამოს შეშუპებაა, შემდეგ უკვე ვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისათვის (ჰიპოთირეოზი) დამახასიათებელი სიმპტომები:

  • დაღლილობის შეგრძნება და მოდუნება
  • სიცივისადმი გაზრდილი მგრძნობელობა
  • შეკრულობა
  • ფერმკრთალი, მშრალი კანი
  • შეშუპებული სახე
  • ჩახლეჩილი ხმა
  • წონის მატება აუხსნელი მიზეზით
  • კუნთების ტკივლი და დაძაბულობა
  • კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით ქვემო კიდურებში
  • სახსრების ტკივილი და შეშუპება
  • ხანგრძლივი და უხვი მენსტრუაცია
  • დეპრესია

დიაგნოზის დასმა ხდება ჩივილებისა და ლაბორატორიული ტესტების შედეგების მეშვეობით. ლაბორატორიული კვლევებიდან მნიშვნელოვანია:

  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის შემოწმება
  • ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობის დადგენა
allmedic