სისხლის წითელი უჯრედები ანუ ერითროციტები წარმოიქმნებიან ძვლის ტვინში. მათი მთავარი ფუნქცია ფილტვებიდან ჟანგბადის სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში მიტანაა. ერითროციტების რაოდენობის მატებას ერითროციტოზს უწოდებენ. მისი განვითარება მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს:
- ფილტვების ან გულის არასათანადო ფუნქციონირებით გამოწვეული სისხლის მიწოდების კომპენსაციის მცდელობამ
- თირკმლის მიერ ეროთროციტების წარმოქმნის ხელშემწყობი ცილის ჭარბი გამომუშავება
- ძვლის ტვინის მიერ მათი დიდი რაოდენობით გამომუშავება
- ერიტროციტების ჟანგბადის გადატანის უნარის დაქვეითება
- სისხლის პლაზმის (სისხლის თხევადი კომპონენტის) დაკარგვა
ასევე არსებობს სპეციფიკური მდგომარეობები და დაავადებები, რომელთა დროსაც იზრდება ერითროციტების რაოდენობა სისხლში:
- სტეროიდული საშუალებების გამოყენება
- ნახშირჟანგით მოწამვლა
- გულის თანდაყოლილი დაავადებები
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
- დეჰიდრატაცია
- დოპინგი
- ზღვის დონიდან გარკვეულ სიმაღლეზე ყოფნა, სადაც არის ჟანგბადის ნაკლებობა
- გულის უკმარისობა
- ჰემოგლობინოპათიები
- თირკმლის, გულის და ფილტვების დაავადებები
- პოლიციტემია
- სიგარეტის მოწევა
ერითროციტების რაოდენობის მატება ხშირად შემთხვევით დგინდება სისხლის ანალიზის საშუალებით.
მკურნალობა გულისხმობს გამომწვევი მიზეზის დადგენას და მის აღმოფხვრას.