
პროსტატა მამაკაცის შარდის ბუშტის ქვემოთ არსებული მცირე ზომის ჯირკვალია, რომლის ანთებასაც პროსტატიტი ეწოდება.
პროსტატიტი შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიულმა ინფექციამ, იმუნური და ნერვული სისტემის დაზიანებამ, თავად ჯირკვლის ტრავმამ. არც თუ იშვიათად მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.
პროსტატის ჯირკვლის ანთებისათვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია:
დიაგნოზის დასმა ხდება პაციენტის ჩივილების გამოკითხვით, პალპაციით, სისხლისა და შარდის ანალიზით და სხვა სპეციფიური კვლევებით.
მკურნალობა გამომდინარეობს დაავადების გამომწვევი მიზეზიდან და შეიძლება მოიცავდეს ანტიბიოტიკოთერაპიას, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, შარდის ბუშტის მუსკულატურის მომადუნებელ საშუალებებს, პროსტატის მასაჟს და სხვ.