ბავშვის კბილების მოვლა
ბავშვის კბილების მოვლა
allmedic
ბავშვის კბილების მოვლა
ბავშვის კბილების მოვლა

პირველი კბილის ამოსვლას წინ უძღვის რამდენიმე თვიანი გაძლიერებული ნერწყვდენა და ღრძილების ქავილი.  სწორად ამოსული და ჯანმრთელი სარძევე კბილები წარმოადგენენ კარგად განვითარებული მუდმივი კბილების წინაპირობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი სათანადო მოვლა და გაფრთხილება.

უპირველეს ყოვლისა ზრუნვა იწყება ბავშვის ღრძილების მოვლით კბილის ჯაგრისისა და პასტის გარეშე. მათ მაგივრად გამოიყენება რბილი, ნესტიანი მარლა, რითიც დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, ასევე ყოველი კვების შემდეგ რბილად უნდა დამასაჟდეს ღრძილები. ეს თავიდან აგაცილებთ ბაქტერიების გამრავლებას და თან არ დააზიანებს პირის ღრუს.

თავად კბილების გახეხვა უნდა დაიწყოს პირველივე კბილების ამოსვლისთანავე რბილი, პატარა თავიანი ჯაგრისით, კბილის პასტის გარეშე. პასტის რაოდენობა უნდა გაიზარდოს მუხუდოს მარცვლის ზომამდე ასაკის მატებასთან ერთად.

ბავშვს კბილები უნდა უხეხოთ იქამდე, სანამ თავად შეეძლება ამის გაკეთება.

სასურველია ბავშვის მიყვანა სტომატოლოგთან კონსულტაციაზე 1 წლის ასაკიდან.

კბილების ამოჭრის პროცესი განსაკუთრებულ დისკომფორტთანაა ასოცირებული. ამ დროს აღინიშნება გაძლიერებული ნერწყვის დენა, შეშუპებული ღრძილები და მომატებული ტემპერატურა. ქავილის შესამცირებლად შესაძლებელია ბავშვს მისცეთ სპეციალური სათამაშო ან სუფთა თითი გამოიყენოთ ღრძილების დასამუშავებლად, ხოლო ტემპერატურისა და ტკივილის შესამცირებლად გამოიყენოთ აცეტამინოფენის (პარაცეტამოლი, ტაილენოლი) ჯგუფის პრეპარატები, ისიც აუცილებლად პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ.

ჯანსაღი სარძევე კბილების შენარჩუნებისათვის ნუ მისცემთ თქვენს მცირეწლოვან შვილს ხილის წვენს და  სხვადასხვა შაქრის შემცველ საკვებს. 

allmedic