თრომბი
თრომბი
allmedic
თრომბი
თრომბი

ორგანიზმის მიერ თრომბის წარმოქმნა დამცველობითი მექანიზმია სისხლდენის შესაჩერებლად, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება მოხდეს მათი პათოლოგიური წარმოქმნა, რაც განაპირობებს ისეთი მძიმე დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ინსულტი, გულის შეტევა და ა.შ.  

 თრომბოზის მკურნალობა ხდება ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტებით, თუმცა თითოეულ ადამიანს შეუძლია შეამციროს მისი წარმოქმნა შემდეგნაირად:

  • თავიდან აიცილოს ხანგრძლივად ჯდომა (დიდხნიანი ფრენისას ადექით, გაიარეთ. მანქანით მგზავრობისას პერიოდულად გააჩერეთ მანქანა და ფეხით რამდენიმე წუთით გაიარეთ)
  • იმოძრავეთ - თუ გაიკეთეთ რაიმე ოპერაცია, დიდხანს ნუ იწვებით, პირიქით ოპერაციის შემდეგ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, რაც შეიძლება ადრე წამოდექით საწოლიდან და რამდენიმე წუთი იარეთ
  • შეცვალეთ თქვენი ცხოვრების სტილი - დაიკელით წონაში, დაირეგულირეთ არტერიული წნევა, შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა, რეგულარულად ივარჯიშეთ.
allmedic