ვარიკოზული ვენები
ვარიკოზული ვენები
allmedic
ვარიკოზული ვენები
ვარიკოზული ვენები

ვარიკოზული ვენები დაკლაკნილ და გაგანიერებულ ვენებს ეწოდება, რომელიც კანის ზედაპირზე ჩანს ძირითადად კოჭისა და ფეხის არეში.

 

ვარიკოზული ვენები ფეხის ვენებში არსებული სარქვლების არასათანადო ფუნქციონირების შედეგად ვითარდება.

 

რისკი მატულობს შემდეგ შემთხვევებში:

  • ჭარბი წონა
  • ორსულობა
  • ხანგრძლივი დგომა

 

თანმხლები სიმპტომებია:

  • სიმძიმის, წვის, ტკივილის, დაღლილობის შეგრძნება ფეხებში
  • ფეხების შესიება განსაკუთრებით კოჭის არეში
  • კანის ფერის ცვლილება, სიმშრალე, აქერცვლა. შორსწასულ შემთხვევაში - კანზე წყლულები.

 

დიაგნოზი დათვალიერების და სიმპტომების საფუძველზე ისმება. ზოგჯერ შეიძლება დამატებითი გამოკვლევები დაინიშნოს.

 

მკურნალობა მოიცავს:

  • კომპრესიული წინდების გამოყენებას
  • ხანგრძლივი დგომისა და ჯდომის თავიდან აცილება
  • ფეხების ხშირი აწევა
  • ფიზიკური აქტივობა

 

შეიძლება ჩატარდეს:

  • ვარიკოზული ვენის სკლეროთერაპია
  • ლაზერული მკურნალობა
  • რადიოსიხშირული მკურნალობა
  • ფლებექტომია - ვენის ამოკვეთა
allmedic