პეპტიური წყლული ღია დაზიანებაა, რომელიც საყლაპავის, კუჭის ან წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის ლორწოვან გარსზე ვითარდება. აღნიშნულ დაზიანებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული მჟავე ნივთიერებები იწვევს. მჟავე ნივთიერების კონცენტრაციის მატება შემდეგი მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული:
- ბაქტერია
- გარკვეული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება
- სხვა მედიკამენტების მიღება.
პეპტიური წყლულის ძირითადი სიმპტომია ტკივილი. წყლულით გამოწვეულ ტკივილს შემდეგი თავისებურებები აქვს:
- იგრძნობა ნებისმიერ ადგილას კუჭის მიდამოსა და მკერდის ძვალს შორის
- შიმშილის დროს მძაფრდება
- ძლიერდება ღამის საათებში
- საკვების მიღება დროებით აყუჩებს
- მჟავიანობის შემამცირებელი პრეპარატები აყუჩებს
- პერიოდულად ჩნდება და ქრება რამოდენიმე დღის ინტერვალით.
პეპტიური წყლულის სხვა სიმპტომები და ნიშნებია:
- სისხლიანი ღებინება - სისხლი წითელი ან შავი ფერის შეიძლება იყოს
- მუქი ფერის სისხლი განავალში ან შავი განავალი
- ღებინება, გულისრევა
- წონის უმიზეზო დაკარგვა
- მადის ცვალებადობა.
დიაგნოზი შემდეგი გამოკვლევების საფუძველზე დგინდება:
- ენდოსკოპია
- კუჭის წვენის ამოღება და ლაბორატორიული ანალიზი
- რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა მედიკამენტურია. მნიშვნელოვანია ცხოვრების სტილის შეცვლა:
- ჯანსაღი კვება
- სტრესის კონტროლი
- ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა.