კვანძები ფარისებრ ჯირკვალში
კვანძები ფარისებრ ჯირკვალში
allmedic
კვანძები ფარისებრ ჯირკვალში
კვანძები ფარისებრ ჯირკვალში

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები მკვრივი, სითხით სავსე წარმონაქმნებია.

 

ფარისებრ ჯირკვალში კვანძები შემდეგი მიზეზებით არის განპირობებული:

  • იოდის დეფიციტი
  • ნორმალური თირეოიდული (ფარისებრი ჯირკვალი) ქსოვილის ჭარბი ზრდა
  • თიროიდული ცისტა
  • ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთება (თირეოიდიტი)
  • მრავალკვანძოვანი ჩიყვი
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბო.

 

 უმეტეს შემთხვევაში თიროიდული კვანძების არსებობა სერიოზულ მდგომარეობასთან არ არის დაკავშირებული და სიმპტომებსაც ნაკლებად იწვევს.თუმცა ზოგჯერ კვანძები იმდენად დიდია, რომ:

  • ხელით შეიგრძნობა
  • ჩანს შესიების სახით კისრის ქვედა ნაწილში
  • აწვება სასულესა და საყლაპავს, აძნელებს სუნთქვასა და ყლაპვას.

 

თირეოიდულ კვაძებთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • წონის უმიზეზო დაკარგვა
  • სიცხის აუტანლობა
  • ტრემორი (კანკალი)
  • ნერვიულობა - გაღიზიანებადობა
  • სწრფი და არარეგულარული გულისცემა.

 

თირეოიდული კვანძების არსებობისას, პირველ რიგში აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამორიცხვა. ამისათვის შემდეგი გამოკვლევები ტარდება:

  • ფიზიკური გასინჯვა
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა
  • ექოსკოპია
  • ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია (მცირე ნაწილის ამოღება ქსოვილიდან)
  • ფარისებრი ჯირკვლის სკანირება - რადიო-იზოტოპური გამოკვლევა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ აქტივობას აჩვენებს.

 

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამორიცხვის შემთხვევაში მკურნალობა მოიცავს:

  • დაკვირვებას/მეთვალყურეობას
  • ჰორმონულ თერაპიას
  • ქირურგიულ ოპერაციას

 

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დადასტურების შემთხვევაში ქირურგიული ოპერაცია ტარდება. 

allmedic