თრომბოციტოპენია
თრომბოციტოპენია
allmedic
თრომბოციტოპენია
თრომბოციტოპენია

თრომბოციტოპენია ეწოდება სისხლში თრომბოციტების (სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების) რაოდენობის შემცირებას.

თრომბოციტოპენიის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია:

  • ლეიკემია (სისხლის ავთვისებიანი დაავადება)
  • ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა)
  • ვირუსული ინფექციები, მაგალითად C ჰეპატიტი ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი
  • ქიმიოთერაპიული მედიკამენტები
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • ელენთის (მუცლის ღრუს ორგანო) პათოლოგიები
  • აუტოიმუნური სისტემური დაავადებები
  • სისხლის ინფექცია (ბაქტერიემია)
  • თრომბოციტოპენიური პურპურა
  • ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი.

 

თრომბოციტოპენია შემდეგი სიმპტომებით და ნიშნებით ხასიათდება:

  • ადვილად განვითარებული სისხლჩაქცევები
  • წვრილ-წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე (პეტექიები)
  • ჭრილობიდან სისხლდენის გახანგრძლივება
  • ღრძილებიდან და ცხვირიდან სისხლდენა
  • სისხლდენა განავალში ან შარდში
  • ჭარბი მენსტრულაური სისხლდენა
  • დაღლილობა
  • გადიდებული ელენთა
  • სიყვითლე

 

დიაგნოზის დასადგენად  შემდეგი გამოკვლევები ტარდება:

  • სისხლის ანალიზი
  • დეტალური ფიზიკური გასინჯვა.

 

მსუბუქი თრომბოციტოპენია მკურნალობას არ საჭიროებს.

სიმპტომური თრომბოციტოპენიის შემთხვევაში მკურნალობა შემდეგ ღონისძიებებს მოიცავს:

  • გამომწვევი მიზეზის გამოვლენა და მკურნალობა
  • თრომბოციტების გადასხმა
  • მედიკამენტების გამოყენება
  • ქირურგიული ოპერაცია (ელენთის ამოკვეთა)
allmedic