სათესლე ჯირკვლის სიმსივნე
სათესლე ჯირკვლის სიმსივნე
allmedic
სათესლე ჯირკვლის სიმსივნე
სათესლე ჯირკვლის სიმსივნე

სათესლე ჯირკვლის სიმსივნე შედარებით იშვიათი ავთვისებიანი დაავადებაა. დაავადების მიზეზი გაურკვეველია. აღმოცენებული მუტაციის შედეგად სათესლე ჯირკვლის უჯრედები უკონტროლოდ მრავლდება და სიმსივნურ მასას ქმნის, რომელიც მეზობელ ქსოვილებსა და შორს მდებარე ორგანოებს აზიანებს.

 

სათესლე ჯირკვლის სიმსივნე შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

  • სათესლე ჯირკვლის გადიდება ან მასში კვანძის არსებობა
  • სათესლე პარკის არეში სიმძიმის შეგრძნება
  • ყრუ ტკივილი საზარდულის და მუცლის არეში
  • სათესლე პარკში უეცრად სითხის დაგროვება
  • მკერდის გადიდება და მტკივნეულობა
  • ტკივილი ზურგის არეში.

 

სათესლე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი შემდეგი გამოკვლევების საფუძველზე ისმება:

  • ფიზიკური გასინჯვა
  • ექოსკოპია
  • სისხლის ანალიზი
  • ოპერაციით ამოღებული მასალის გამოკვლევა

 

დაავადების სტადიის დასადგენად ტარდება:

  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • სისხლის ანალიზი.

 

მკურნალობა შემდეგ მიდგომებს მოიცავს:

  • ქირურგიული ოპერაცია
  • სხივური თერაპია
  • ქიმიოთერაპია.

 

სათესლე ჯირკვლის სიმსივნე კარგად ექვემდებარება მკურნალობას. 

allmedic