შარდის ბუშტის სიმსივნე
შარდის ბუშტის სიმსივნე
allmedic
შარდის ბუშტის სიმსივნე
შარდის ბუშტის სიმსივნე

შარდის ბუშტის სიმსივნის დროს არანორმალური, სიმსივნური უჯრედების ზრდა განაპირობებს შემდეგი შესაძლო სიმპტომების გამოვლენას:

  • შარდში სისხლი (ჰემატურია). ეს შეიძლება იყოს თვალით შესამჩნევი, ვინაიდან შარდის ფერი ხდება მუქი ყვითელი, მოწითალო ან მოყავისფრო, თუმცა შეიძლება იყოს თვალისთვის შეუმჩნეველი და გამოჩნდეს მხოლოდ შარდის ანალიზისას
  • გახშირებული შარდვა
  • მტკივნეული შარდვა
  • ტკივილი წელის მიდამოში
  • ტკივილი ზურგის მიდამოში

 

ზუსტი გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია, მაგრამ სიგარეტის მოწევა, პარაზიტული ინფექციები, რადიაცია, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებთან კონტაქტი საგრძნობლად ზრდიან დაავადების განვითარების რისკს. ასევე რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება: ასაკი (იშვიათია 40 წლამდე), მამრობითი სქესი, თეთრკანიანი რასა, შარდის ბუშტის ქრონიკული ანთებითი დაავადება, ოჯახური ისტორია.

დიაგნოზის დასმა ხდება შემდეგი გამოკვლევებით:

  • ცისტოსკოპია (სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით შარდის ბუშტის შიგნიდან დათვალიერება)
  • ბიოფსია (ცისტოსკოპიის დროს შარდის ბუშტის უჯრედების შეგროვება და მათი შემდგომი კვლევა სიმსივნური უჯრედების არსებობის დასადგენად)
  • შარდის ციტოლოგია (შარდის სპეციფიური ანალიზი, მასში სიმსივნური უჯრედების აღმოსაჩენად)
  • რენტგენოლოგიური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა

მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულად სიმსივნური უჯრედების ან მასთან ერთად დაზიანებული ორგანოს ამოკვეთას, იმუნოთერაპიას, ქიმიოთერაპიას და რადიაციულ თერაპიას.

შარდის ბუშტის სიმსივნის განკურნება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს დრულად დასმული დიაგნოზის შემთხვევაში. 

allmedic