ინსულტი
ინსულტი
allmedic
ინსულტი
ინსულტი

ინსულტი ტვინის გარკვეული ნაწილისადმი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდების შემცირების ან შეწყვეტის შედეგად ვითარდება. ინსულტის დროს ტვინის უჯრედები კვდომას იწყებს, ამიტომ ეს მდგომარეობა გადაუდებელი დახმარებას საჭიროებს. დროულად დაწყებული მკურნალობა ტვინის დაზიანების სიდიდესა და გართულებების რისკს ამცირებს.

ინსულტის განვითარების მიზეზები შეიძლება იყოს:

  • თრომბით ან ემბოლით სისხლძარღვის (არტერიის) დახშობა (იშემიური ინსულტი)
  • სისხლძარღვის (არტერიის) გასკდომა ან მისგან სისხლის გაჟონვა (ჰემორაგიული ინსულტი).

ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის ნაკადის შეწყვეტა დროებითი ხასიათის შეიძლება იყოს (გარდამავალი იშემიური ინსულტი).

 

ინსულტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის:

  • ჭარბი წონა
  • ნაკლები ფიზიკური აქტივობა
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • კოკაინისა და მსგავსი ნივთიერებების მოხმარება
  • მომატებული არტერიული წნევა
  • თამბაქოს მოხმარება ან პასიური მწეველობა
  • დიაბეტი
  • სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე
  • ძილის აპნოე
  • გულის სხვადასხვა დაავადებები.

 

ინსულტის სიმპტომებია:

  • მეტყველებისა და საუბრის აღქმის უნარის დაქვეითება
  • სახის, ხელის, ფეხის მოძრაობის შეზღუდვა და დაბუჟება
  • მხედველობის დაქვეითება ერთ ან ორივე თვალში
  • თავის ტკივილი
  • სიარულის გაძნელება

 

ინსულტის დიაგნოზის დასასმელად და შესაძლო მიზეზის გამოსავლენად ტარდება:

  • ფიზიკური გამოკვლევა
  • სისხლის ანალიზი
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა
  • საძილე არტერიების ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • თავის ტვინის სისხლძარღვების გამოკვლევა (ანგიოგრამა)
  • ექოკარდიოგრამა

 

ინსულტი გადადუდებელ მკურნლობას საჭიროებს. მკურნალობის ტაქტიკის დასადგენად, პირველ რიგში, ინსულტის ტიპის დადგენაა საჭირო: იშემიური თუ ჰემორაგიული. მკურნალობა აუცილებლად საავადმყოფოში ტარდება და გარკვეულ სამედიცინო პროცედურებსა და მედიკამენტების მიღებას მოიცავს. შესაძლოა ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაც გახდეს საჭირო.

allmedic