სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები სქესობრივი კავშირის შედგად განვითარებულ ინფექციურ დაავადებას წარმოადგენს.
აღნიშნული დაავადების გამომწვევ ინფექციებს მიეკუთვნება:
- ბაქტერიები (გონორეა, სიფილისი, ქლამიდია)
- პარაზიტები (ტრიქომონიაზი)
- ვირუსები (ადამიანის პაპილომავირუსი, გენიტალური ჰერპესი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ))
ინფექციის განვითარების რისკი მატულობს დაუცველი სქესობრივი აქტისა და მრავლობითი სქესობრივი პარტნიორების ყოლის შემთხვევაში.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- გამონაყარი სასქესო ორგანოების, პირის ღრუს ან უკანა (ანალური) ხვრელის არეში
- ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის მომენტში
- სასქესო ასოდან გამონადენი
- უჩვეულო, უცნაური სუნის მქონე გამონადენი საშოდან
- სისხლდენა საშოდან
- ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
- მტკივნეული, შეშუპებული ლიმფური კვანძები საზარდულის არეში
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
- გამონაყარი სხეულის, ხელებისა და ფეხების არეში.
დიაგნოზის დასადგენად შემდეგი გამოკვლევები ტარდება:
- სისხლის ანალიზი
- შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
- ბიოლოგიური სითხეების გამოკვლევა.
მკურნალობა ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებას მოიცავს.