ხვრინვა ძილის დროს სასუნთქი გზების ნაწილობრივი დახშობით გამოწვეული ხმაურიანი სუნთქვაა.
ხვრინვის გამომწვევი მიზეზებია:
- პირის ღრუს ანატომიური თავისებურებები
- ცხვირით გაძნელებული სუნთქვა
- ალკოჰოლის მოხმარება
- ძილის აპნოე.
ხვრინვას ხშირად შემდეგი სიმპტომები ახლავს თან:
- დღის განმავლობაში ძილიანობა
- კონცენტრირების უნარის დაქვეითება
- ყელის ტკივილი
- მოუსვენარი ძილი
- სუნთქვის შეკვრა/მოხრჩობის შეგრძნება ღამით
- მომატებული არტერიული წნევა
- ტკივილი გულმკერდის არეში ღამით
დიაგნოზი ისმება სიმპტომების საფუძველზე. შეიძლება ჩატარდეს:
- რენტგენოგრაფია
- კომპიუტერული ტომოგრაფია
- მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა
- პოლისომნოგრაფია - ძილის პერიოდის შესწავლა
მკურნალობა შემდეგ ღონისძიებებს მოიცავს:
- წონის დაკლება
- ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა
- ძილის დროს პოზის შეცვლა - უმჯობესია გვერდზე წოლა, თავის ამაღლება
- ცხვირზე სპეციალური დასაკრავი ზონრების გამოყენება
- პირის ღრუს სპეციალური მოწყობილობების გამოყენება
- ტრადიციული ან ლაზერული ქირურგიულ ოპერაცია