ყვავილი
ყვავილი
allmedic
ყვავილი
ყვავილი

ყვავილი გადამდები და ხშირ შემთხვევაში სასიკვდილო ვირუსული ინფექციური დაავადებაა. 1980 წლისთვის გლობალური აცრების ჩატარების წყალობით დაავადების გავრცელება შეწყვეტილ იქნა.

 

ვირუსის გადაცემა ინფიცირებულიდან არაინფიცირებულ პირზე პირდაპირი და არაპირდაპირი გზით ხდება.

 

დაავადების სიმპტომები ინფიცირებიდან მე-12-14 დღეს იწყება. სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • ცხელება
  • ზოგადი დისკომფორტი
  • თავის ტკივილი
  • ძლიერი დაღლილობა
  • ძლიერი ტკივილი ზურგის არეში
  • ღებინება
  • გამონაყარი კანზე

 

ყვავილისათვის დამახასიათებელია ბრტყელი წითელი ლაქოვანი გამონაყარი, რომელიც ჯერ სახესა და ხელებზე, შემდეგ სხეულზე ვითარდება. გამონაყარი მოგვიანებით ბუშტუკებად გარდაიქმნება, შემდეგ სკდება და იქერცლება.

 

დაავადების მკურნალობა არ არსებობს. მთავარი მიზანი გაუწყლოვნებასთან და თანდართულ ინფექციებთან გამკლავებაა.

 

დაავადების პროფილაქტიკა შესაძლებელია ვაქცინით. ვაქცინაცია რუტინულად არ ტარდება ყვავილის განვითარების დაბალი რისკის მქონე პირებში.

allmedic