ფრინველის გრიპი
ფრინველის გრიპი
allmedic
ფრინველის გრიპი
ფრინველის გრიპი

ფრინველის გრიპი, გრიპის ერთ-ერთი ვირუსის მიერ გამოწვეული ინფექციაა, რომელიც იშვიათად აზიანებს ადამიანს. არსებობს მისი მრავალი ფორმა, მაგრამ ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია H5N1 შტამი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული იყო.

დაავადების ნიშნები და სიმპტომები ვლინდება დაინფიცირებიდან 2 – 8 დღის განმავლობაში და ჰგავს ჩვეულებრივ გრიპს:

  • სიცხე
  • ხველა
  • ყელის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი და სისუსტე
  • თავის ტკივილი
  • ჰაერის უკმარისობა
  • შესაძლოა ასევე აღინიშნებოდეს თვალის ინფექცია (კუნუქტივიტი), გულისრევა, ღებინება, ფაღარათი

დაავადება შეიძლება გართულდეს ფილტვების ანთებით, თირკმლის უკმარისობით და გულის მხრივ პრობლემებით, რაც წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობებს.

დიაგნოზის დასმა ხდება ანამნეზის (დაავადების ისტორიის), ლაბორატორიული კვლევების და საჭიროების შემთხვევაში ფილტვების რენტგენოგრაფიის მეშვეობით.

მკურნალობა გულისხმობს სპეციფიური ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებას, თუმცა არსებობს შემთხვევები მათზე რეზისტენტობის განვითარების და შესაბამისად უეფექტობისა.

დაავადების თავიდან აცილების შანსებს ზრიდს შემდეგი ღონისძიებები:

  • მოერიდეთ ფრინველის გრიპის კერებში მოგზაურობას
  • ხშირად დაიბანეთ ხელი, თან იქონიეთ ალკოჰოლის შემცველი ჰიგიენური, ერთჯერადი ხელსახოცები
  • მოგზაურობამდე აიცერით ადამიანის გრიპის ვირუსზე
  • ფრინველის გრიპის კერაში მიიღეთ მხოლოდ კარგად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი და ხორცი.
allmedic