ძილის აპნოე (სუნთქვის დროებითი შეჩერება)
ძილის აპნოე (სუნთქვის დროებითი შეჩერება)
allmedic
ძილის აპნოე (სუნთქვის დროებითი შეჩერება)
ძილის აპნოე (სუნთქვის დროებითი შეჩერება)

ძილის აპნოე ძილის დარღვევის პოტენციურად საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც სუნთქვა უეცრად ჩერდება და იწყება. ძილის აპნოეს მიეკუთვნება ხვრინვაც.

ძილის აპნოეს რამდენიმე ტიპი არსებობს. მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება ე.წ. ობსტრუქციული ტიპის ანუ როდესაც ხორხის კუნთები პერიოდულად მოდუნდებიან და შეიკუმშებიან და ამცირებენ სასუნთქი გზების გამავლობას.

გამომწვევი მიზეზი არის ხორხის უკანა მხარეს არსებული იმ კუნთების ზედმეტად მოდუნება, რომლებიც ტონუსში ამყოფებენ რბილი სასასა და ნაქს, მათი მოდუნება კი იწვევს სასუნთქი გზების გამავლობის შეფერხებას და შეუძლებელს ხდის სუნთქვას 10-20 წამის განმავლობაში, შედეგად სისხლში ქვეითდება ჟანგბადის დონე.

ძილის ობსტრუქციული აპნოეს სიმპტომატიკა შემდეგნაირად შეიძლება გამოვლინდეს:

  • ზედმეტი ძილიანობა დღის განმავლობაში
  • ხმამაღალი ხვრინვა
  • ძილისას სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები
  • სუნთქვის უკმარისობით თანმხლები უეცარი გაღვიძებები
  • პირის სიმშრალითა და ყელის ტკივილით გაღვიძება
  • მკერდის არეში ტკივილით გაღვიძება
  • დილის თავის ტკივილი
  • კონცენტრაციის გაძნელება
  • ხასიათის ცვლილებები
  • უძილობა
  • მაღალი არტერიული წნევა

დიაგნოზის დასმისათვის აუცილებელია ძილის დეტალურად შესწავლა, რისთვისაც ტარდება:

  • პოლისომნოგრაფია (კვლევა, რომლის დროსაც ძილის დროს სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით შეისწავლება გულის, ფილტვებისა და თვაის ტვინის აქტივობა)
  • ოქსიმეტრია (განსაზღვრავს სისხლში ჟანგბადის დონეს)

ძილის აპნოეს შედარებით მსუბუქი ფორმისას რეკომენდებულია ცხოვრების სტილის შეცვლა:

  • წონის დაკლება ზედმეტი წონის შემთხვევაში
  • ყოველდღიური ვარჯიში
  • ალკოჰოლის ზომიერი რაოდენობით მიღება
  • მოწევის შეწყვეტა
  • ცხვირის გამხსნელი საშუალებების გამოყენება
  • ზურგზე ძილის შეზღუდვა

თუ აპნოეს ხარისხი მძიმეა, მაშინ საჭირო ხდება სპეციფიური მკურნალობის საშუალებებისადმი, მათ შორის ქირურგიული ჩარევა, მიმართვა. 

allmedic