კანის ავთვისებიანი დაავადებები
კანის ავთვისებიანი დაავადებები
allmedic
კანის ავთვისებიანი დაავადებები
კანის ავთვისებიანი დაავადებები

კანის ავთვისებიანი დაავადება კანის უჯრედების ანომალური გამრავლების შედეგად განვითარებული მდგომარეობაა. უხშირეს შემთხვევაში ის მზის ზემოქმედების შედეგად დაზიანებულ ნაწილში ვითარდება (თავი, სახე, ხელები, ფეხები), თუმცა შეიძლება კანის სხვა უბნებზეც განვითარდეს.

 

კანის ავთვსებიენი დაავადების სამი ფორმა არსებობს: ბაზალურ-უჯრედოვანი კარცინომა, ბრტყელ-უჯრედოვანი კარცინომა და მელანომა.

 

კანის კიბოს გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზი უცნობია. მისი განვითარების რისკი მაღალია შემდეგ შემთხვევებში:

  • მზით მიღებული დამწვრობები
  • მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ხშირი ყოფნა
  • მზიანი ან მაღალმთიან რეგიონში ცხოვრება
  • ხალების არსებობა
  • კანის პრეკანცერული (კიბოსწინა) პათოლოგიების არსებობა - მაგალითად, კერატოზები
  • ოჯახის წევრებში კანის კიბოს არსებობა
  • დასუსტებული იმუნური სისტემა
  • რადიაციის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა
  • გარკვეულ მავნე ნივთიერებებთან კონტაქტი

 

ბაზალურ-უჯრედოვანი კარცინომა უხშირესად სახისა და კისრის არეში ვითარდება და შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

  • მარგალიტისებური ან ცვილისებური, კანიდან წამოწეული წარმონაქმნი
  • ბრტყელი, ხორცისფერი ან ყავისფერი ჭრილობისმაგვარი დაზიანება.

 

ბრტყელ-უჯრედოვანი კარცინომა უხშირესად სახეზე, ყურის არეში, ხელზე ვითარდება და შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

  • მკვრივი წითელი კვანძი
  • ბრტყელი წარმონაქმნი აქერცლილი ზედაპირით.

 

მელანომა სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება განვითარდეს და შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:

  • განიერი მოყავისფრო ელფერის ლაქა უფრო მუქი ფერის წერტილებით
  • ხალი, რომელმაც ფერი ან ზომა შეიცვალა ან სისხლმდენი გახდა
  • მცირე ზომის დაზიანება უსწორო კიდით და სხვადასხვა ფერის: წითელი, თეთრი, ცისფერი ან მოცისფრო-მოშავო ნაწილებით
  • ხელისგულზე, ფეხისგულზე, ხელის ან ფეხის თითის წვერებზე წარმოქმნილი ან პირის, ცხვირის, საშვილოსნოს ან უკანა ხვრელის ლორწოვანი გარსის საზღვარზე განვითარებული მუქი ფერის წარმონაქმნები.

 

კანის კიბოს დიაგნოზი შემდეგი გამოკვლევების საფუძველზე ისმება:

  • ფიზიკური გასინჯვა - კანის დათვალიერება
  • კანის დაზიანებული ნაწილის ბიოფსია (მცირე ნაწილის აღება) გამოკვლევისათვის.

 

კანის კიბოს მკურნალობა მის ფორმაზე, ზომასა და სიღრმეზეა დამოკიდებული. მკურნალობის მეთოდებია:

  • ქირურგიული ოპერაცია
  • მოყინვა
  • სხივური თერაპია
  • ქიმიოთერაპია
  • ფოტოდინამიური თერაპია
  • ბიოლოგიური თერაპია - იმუნური სისტემის მოდიფიკაცია.
allmedic