
საწოლის ტკიპა მცირე ზომის, მოყავისფრო, ოვალური ფორმის პარაზიტია, რომელიც კბენს მძინარე ადამიანს ან სხვა ძუძუმწოვრს და იკვებება მისი სისხლით, რის შემდგომაც მათი შეფერილობა იცვლება წითლით და იზრდება ზომაშიც. არ დაფრინავს, თუმცა გადაადგილდება ძალზედ სწრაფად და ბინადრობს ადამიანის საწოლსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. კბენის რისკი განსაკუთრებით იზრდება სასტუმროებში, ჰოსტელებში, მატარებელში, ავტობუსში და სხვა მსგავს ადგილას.
რთულია საწოლის ტკიპის ნაკბენის განსხვავება სხვა მწერის ნაკბენისგან. დამახასიათებელი სიმპტომებია:
ზოგიერთ ადამიანს საწოლის ტკიპის ნაკბენზე შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რეაქცია.
როგორც წესი ნაკბენისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ერთ-ორ კვირაში თავისით გაივლის, თუმცა თუ გახანგრძლივდა ან სიმპტომები ძალიან შემაწუხებელია ინიშნება ანტიჰისტამინური საშუალება და კანზე წასასმელად ჰიდროკორტიზონის შემცველი კრემი.