რევმატოიდული ართრიტი
რევმატოიდული ართრიტი
allmedic
რევმატოიდული ართრიტი
რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი ხელისა და ფეხის წვრილი სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა.

 

რევმატოიდული ართრიტის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა ითვლება, რომ გენეტიკურ ფაქტორს გარკვეული დატვირთვა აქვს. რევმატოიდული ართრიტის დროს  ვითარდება იმუნური დისბალანსი, რაც სახსრების ანთებით დაზიანებას იწვევს.  შედეგად ხდება სასახსრე ჩანთის გასქელება, სახსრის შიგნითა ხრტილისა და ძვლის დაშლა. სახსრის ირგვლივ მყესები იჭიმება და დუნდება. საბოლოოდ, სახსარი  ფორმას კარგავს.

 

რევმატოიდული ართრიტი შემდეგი სიმპტომებით მიმდინარეობს:

  • მტკივნეული, შესიებული, შეხებით თბილი სახსრები
  • დილით რამოდენიმე საათის განმავლობაში სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა
  • მკლავის არეში კანქვეშ მკვრივი კვანძების არსებობა-რევმატოიდული კვანები
  • დაღლილობა, ცხელება, წონაში კლება.

 

ადრეულ ეტაპზე რევმატოიდული ართიტი წვრილ სახსრებს აზიანებს - მტევნის და ტერფის სახსრები, მოგვიანებით კი დავადება მსხვილ სახსრებსაც მოიცავს: იდაყვის, მუხლის, ბარძაყის, მხრის სახსრები. დაავადება სიმეტრიულად აზიანებს სახსრების ორივე მხარეს.

 

რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკა  სიმპტომების გამოვლენასა და ფიზიკურ გასინჯვას ეფუნება. ამასთანავე აუცილებელია:

  • სისხლის ანალიზი
  • სახსრების რენტგენლოგიური გამოკვლევა

 

მკურნალობა მედიკამენტურ თერაპიას მოიცავს, რომელიც ანთების და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების უკუგანვითარებას უზრუნველყოფს. ასევე ხდება იმუნური სისტემის დისბალანსის აღდგენა. შორსწასულ შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ოპერაცია დეფორმირებულ სახსრებზე. 

allmedic