
მოუსვენარი ფეხების სინდრომი ეწოდება დისკომფორტის შეგრძნებას ქვედა კიდურებში, რომელიც მუდმივად მოძრაობის სურვილს აღუძრავს ადამიანს. ეს მდგომარეობა ძირითადად საღამოს ან ღამის პერიოდში ვითარდება ჯდომის ან წოლის დროს.
აღნიშნული სინდრომის მიზეზი უცნობია.
მოუსვენარი ფეხების სინდრომი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს და შემდეგი ნიშნებით ხასიათდება:
დისკოფორტის შეგრძნება პაციენტების მხრიდან უხშირესად აღიწერება როგორც ცოცვის, მოქაჩვის, ჩხვლეტის, ქავილის ან ტკივილის შეგრძნება.
მოუსვენარი ფეხების სინდრომი როგორც წესი, სერიოზულ დაავადებასთან არ არის კავშირში, მაგრამ ზოგჯერ ის თან ახლავს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა:
დიაგოზი ძირითადად სიმპტომების დეტალურ გამოკითხვას ეყრდნობა, თუმცა თანმხლები დაავადების გამოსავლენად გარკვეული ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება შეიძლება გახდეს საჭირო.
თანმხლები დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მისი მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს მოუსვნარი ფეხების სინდრომს.
მკურნალობა ცხოვრების წესის შეცვლასაც მოიცავს. დისკომფორტის შესამცირებლად რეკომენდებულია: