თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობა
allmedic
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც თირკმელი ვერ უზრუნველყოფს სისხლის სათანადოდ გაფილტვრას და ორგანიზმის გათავისუფლებას ნარჩენი ნივთიერებებისაგან. თირკმლის უკმარისობა შეიძლება უეცრად განვითარდეს (მწვავე უკმარისობა) ან თანდათანობით (ქრონიკული უკმარისობა).

 

თირკმლის მწვავე უკმარისობა თირკმელში სისხლის მიდინების დარღვევის შედეგად ვითარდება, რომელიც შემდეგ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს:

  • სითხის ან სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვა 
  • არტერიული წნევის მკვეთრი დავარდნა
  • გულის შეტევა ან გულის პათოლოგიები
  • ინფექცია
  • ღვიძლის უკმარისობა
  • სხვადასხვა მედიკამენტები
  • მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია)
  • მძიმე დამწვრობა
  • თირკმლის ვენის ან არტერიის დახშობა თრომბით
  • ქოლესტერინის დაგროვება და ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნა, რომელიც სისხლძარღვს ახშობს
  • ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, რომლის დროსაც სისხლის წითელი უჯრედების ინტენსიური დაშლა ხდება
  • წითელი მგლურა
  • მრავლობითი მიელომა
  • სკლეროდერმა
  • თრომბოზული თრომბოციტოპენიული პურპურა
  • ტოქსიური ნივთიერებები, მაგალითად, ალკოჰოლი, მძიმე ლითონები, კოკაინი
  • ვასკულიტი - სისხლძარღვის კედლის ანთება
  • შარდის ბუშტის სიმსივნე
  • სისხლის კოლტები საშარდე გზებში
  • საშვილოსნოს ყელის სიმსივნე
  • შარდის ბუშტის ნერვის დაზიანება
  • წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნე

 

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შემდეგი დაავადებების ფონზე ვითარდება:

  • შაქრიანი დიაბეტი
  • გლომერულონეფრიტი
  • ინტერსტიციული ნეფრიტი
  • თირკმლის პოლიცისტური დაავადება
  • საშარდე გზების ხანგრძლივი დახშობა მაგალითად, გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით, სიმსივნური წარმონაქმნით ან კენჭებით
  • შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი - მდომარეობა, რომლის დროსაც შარდი შარდის ბუშტიდან ზევით თირკმლებისკენ ბრუნდება
  • თირკმლის განმეორებითი ინფექცია - პიელონეფრიტი

 

თირკმლის მწვავე უკმარისობა შემდეგი სიმპტომებით გამოვლინდება:

  • შარდის რაოდენობის შემცირება
  • სითხის შეკავება ორგანიზმში, რაც ფეხების შეშუპებით გამოიხატება
  • ძილიანობა
  • ზერელე სუნთქვა
  • დაღლილობა
  • გონების დაბინდვა
  • გულისრევა
  • გულყრა ან კომა (უგონო მდგომარეობა)
  • გულმკერდის ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება

 

ზოგჯერ თირკმლის მწვავე უკმარისობა უსიმპტომოა და მისი არსებობა შემთხვევით დგინდება ლაბორატორიული ანალიზის მეშვეობით.

 

თირკმლის ქრონიკული უკმარისობისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • გულისრევა
  • ღებინება
  • მადის დაქვეითება
  • დაღლილობა, საერთო სისუსტე
  • ძილის დარღვევა
  • შარდის რაოდენობის ცვლილება
  • აზროვნების შესუსტება
  • კუნთების უნებლიე შეკუმშვა
  • ფეხების შეშუპება
  • შემაწუხებელი ქავილი
  • ტკივილი გულმკერდის არეში (გულის ირგვლივ სივრცეში სითხის დაგროვების შემთხვევაში)
  • ზერელე სუნთქვა (ფილტვების ირგვლივ სივრცეში სითხის დაგროვების შემთხვევაში)
  • რთულად სამართავი მაღალი არტერიული წნევა.

 

თირკმლის უკმარისობის დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს და გარკვეულ ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ გამოკვლევებს. კერძოდ:

  • შარდის დღე-ღამური რაოდენობის განსაზღვრა
  • სისხლის ანალიზი
  • შარდის ანალიზი
  • ექოსკოპია
  • თირკმლის ბიოფსია

 

თირკმლის მწვავე უკმარისობა საავადმყოფოში მკურნალობას საჭიროებს და მოიცავს მკურნალობა გამომწვევი მიზეზის გამოვლენას, მის მართვას და მოსალოდნელი გართულებების პროფილაქტიკას.

 

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში ზოგჯერ გამომწვევი მიზეზის განკურნება ვერ ხდება. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა მხოლოდ სიმპტომების შემცირებისა და განვითარებული დარღვევების კორექციისკენ არის მიმართული. მედიკამენტური მკურნალობის გარდა მძიმე შემთხვევაში საჭიროა დიალიზი, რომლის დროსაც სპეციალური აპარატის გამოყენებით  სისხლი იწმინდება ნარჩენი ნივთიერებებისაგან.

 

თირკმლის უკმარისობის დროს მნიშვნელოვანია კვების რაციონში გარკვეული ცვლილებების შეტანა, კერძოდ:

  • კალიუმის მაღალი შემცველობის საკვები პროდუქტების ამოღება: ბანანი, ფორთოხალი, კარტოფილი, პომიდორი, ისპანახი
  • მხოლოდ უმარილო საკვების მიღება
  • ფოსფორის შემცველი საკვები პროდუქტების ამოღება: რძე, ყველი, მშრალი ლობიო, თხილი და მიწისთხილის კარაქი.
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში ცილის მიღების შეზღუდვაა საჭირო. ცილის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტებია: ხორცი, კვერცხი, რძე, ყველი და ლობიო. 
allmedic