
პირის ღრუში უსიამოვნო სუნი გამოწვეულია კბილების მოვლის და პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაცვის დარღვევით (საკვების ნარჩენები კბილთაშორის სივრცეში, ნადებები), სტომატოლოგიური პრობლემებით (კარიესი, ღრძილების დაავადება და სხვ.), თამბაქოს წევით, ანთებითი პროცესებით ცხვირისა და პირის ღრუში, სხვადასხვა საკვებით (მაგ. ნივრის, ხახვის შემცველი) და ა.შ.
მკურნალობისათვის გამოიყენება ანტიბაქტერიული სავლებები და კბილის პასტები. ასევე აუცილებელია დაზიანებული ღრძილებისა და კბილების მკურნალობა.