სწორი ნაწლავიდან გამოსული სისხლი ნებისმიერი წარმოშობის შეიძლება იყოს და გულისხმობს სისხლს, რომელიც განავალშია შერეული, ტუალეტის ქაღალდზეა შერჩენილი ან უნიტაზშია. სწორი ნაწლავიდან სისხლდენის დროს სისხლის შეფერილობა ღია წითლიდან მუქ ყავისფერ ან ნახშირისფერ შეფერილობამდე მერყეობს.
სისხლდენის უხშირეს გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება:
- ნახეთქი უკანა ხვრელის არეში
- ქრონიკული შეკრულობა
- მკვრივი განავლოვანი მასები
- ბუასილი
სწორი ნაწლავიდან სისხლდენის იშვიათი მიზეზებია:
- უკანა ხვრელის (ანალური) სიმსივნე
- ანგიოდისპლაზია (ნაწლავების ირგვლის არსებული სისხლძაღვების პათოლოგიები)
- მსხვილი ნაწლავის კიბო
- მსხვილი ნაწლავის პოლიპი
- კრონის დაავადება (ნაწლავის ანთებითი დაავადების სახე)
- ფაღარათი
- დივერტიკულოზი (ნაწლავის კედელზე განვითარებული ჯიბისებური წარმონაქმნი)
- იშემიური კოლიტი (სისხლის შემცირებული მიწოდებით გამოწვეული ანთება ნაწლავის კედელში)
- პროქტიტი (სწორი ნაწლავის ანთება)
- ფსევდომემბრანული კოლიტი (ინფექციის გამოწვეული მსხვილი ნაწლავის ანთება)
- სხივური თერაპია
- სწორი ნაწლავის პროლაფსი (სწორი ნაწლავის ნაწილი გამოდის უკანა ხვრელიდან)
- სწორი ნაწლავის ერთეული წყლულოვანი სინდრომი
- წყლულოვანი კოლიტი
სწორი ნაწლავიდან სისხლდენის მიზეზის დასადგენად ფიზიკურ გასინჯვასთან ერთად აუცილებელია გარკვეული ანალიზებისა და ინსტრუმენტული გამოლვლევების ჩატარება. მკურნალობა გამოვლენილი მიზეზის შესაბამისად ტარდება.