
პანკრეასი მუცლის ღრუს ორგანოა, რომელიც გამოიმუშავებს საჭმლის მონელების პროცესში მონაწილე ფერმენტებს და სისხლში შაქრის დონის მარეგულირებელ ჰორმონებს.
პანკრეასის დაზიანებისას მისი სადინარები, რომლებშიც ფერმენტის შემცველი სითხე მოძრაობს, შეიძლება დაიხშოს და სითხის შემცველი ტომსიკები ჩამოყალიბდეს. სწორედ ამ ტომსიკებს ეწოდება ფსევდოცისტა, ვინაიდან ის ჭეშმარიტი ცისტისთვის დამახასიათებელი გარსით არ არის შემოფარგლული.
ფსევდოცისტის უხშირესი მიზეზი პანკრეასის ანთებაა. უფრო იშვიათ მიზეზს კი პანკრეასის ტრავმული დაზიანება წარმოადგენს.
ფსევდოცისტა უხშირეს შემთხვევაში მუცლის ტკივილითა და შებერილობით გამოვლინდება. სხვა სიმპტომებიდან შეიძლება აღინიშნოს:
ფსევდოცისტის დიაგნოზი ძირითადად კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე ისმება. სხვა გამოკვლევები, რომლებიც ფსევდოცისტის დიაგნოსტიკისათვის შეიძლება გახდეს საჭირო, არის:
თუ ფსევდოცისტა მცირე ზომისაა და სიმპტომებს არ იწვევს, ამ შემთხვევაში მკურნალობა საჭირო არ არის. ხოლო, თუ ფსევდოცისტის ზომა მზარდია ან მტკივნეულია, ის ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ქირურგიული ოპერაციის ნაცვლად ე.წ. დრენირების პროცედურა ჩატარდეს.