პროტეინურია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც შარდში ცილის შემცველობა ნორმაზე მაღალია.
ზოგიერთ შემთხვევაში პროტეინურია დროებითია, მაგალითად:
- სიცივესთან კონტაქტისას
- სიცხეში
- ემოციური გადაძაბვის/სტრესის დროს
- ცხელებისას
- დაძაბული ფიზიკური ვარჯიშისას
სხვა შემთხვევაში პროტეინურია მყარ ხასიათს ატარებს და მისი გამომწვევი შეიძლება იყოს:
- ამილოიდოზი (ცილების დაგროვება ორგანოებში)
- გარკვეული მედიკამენტები
- თირკმლის დაავადებები
- დიაბეტური ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა)
- გულის დაავადებები
- მომატებული არტერიული წნევა
- ჰოჯკინის ლიმფომა
- ლეიკემია
- წითელი მგლურა
- მალარია
- მრავლობითი მიელომა
- ორთოსტატიული პროტეინურია (შარდში ცილის კონცენტრაცია მატულობს დგომის დროს)
- პრეეკლამფსია
- ორსულობა
- რევმატოიდული ართრიტი
- სარკოიდოზი (სისტემური ანთებითი პროცესი, რომლის დროსაც ანთებითი უჯრედები გროვდება ერთდროულად რამოდენიმე ორგანოში)
- ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია (სისხლის ნაკლებობის ერთ-ერთი თანდაყოლილი ფორმა)
პროტეინურიის მიზეზის დასადგენად თანმხლები სიმპტომების გამოვლენასთან ერთად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება.
მკურნალობა გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული.