
ადამიანის ხერხემალი 30-ზე მეტი მალის, მათთან დაკავშირებული მყესების, იოგების, კუნთებისაგან და მალებს შორის არსებული დისკებისაგან შედგება. ნებისმიერი ამ ნაწილის პრობლემა იწვევს ზურგის ტკივლის. ზოგ შემთხვევაში კი იმდენად ძლიერსაც, რომ შეუძლებელს ხდის ადამიანის გადაადგილებას.
ხშირად, ზურგის ტკივლი თავისთავად, მკურნალობის გარეშე გაივლის რამდენიმე კვირაში. ქირურგიული ჩარევა იშვიათადაა საჭირო და მიმართავენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.