
მსხვილი ნაწლავის პოლიპი არის წანაზარდი, რომელიც ნაწლავის შიგნითა ზედაპირზე ვითარდება. ძირითადად ის სრულიად უსაფრთხოა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მსხვილი ნაწლავი სიმსივნედ გარდაიქმნას.
მსხვილი ნაწლავის პოლიპის გამომწვევი უცნობია. უჯრედების გაყოფისა და გამრავლების პროცესის დარღვევის გამო ხდება ჭარბი რაოდენობით უჯრედების წარმოქმნა და დაგროვება, რაც ქმნის პოლიპს.
მსხვილი ნაწლავის პოლიპი უმეტესად უსიმპტომო მდგომარეობაა. ზოგჯერ კი შეიძლება გამოვლინდეს:
ხშირად პოლიპის არსებობა შემთხვევით გამოვლინდება პროფილაქტიკური ან სხვა მდგომარეობის გამო ჩატარებული შემდეგი გამოკვლევების დროს:
მკურნალობა გულისხმობს პოლიპის მოცილებას დათვალიერების პროცესშივე. თუმცა, დიდი ზომის პოლიპის შემთხვევაში ქირურგიული ოპერაცია არის საჭირო. ასევე აუცილებელია სწორი კვების რეჟიმის დაცვა: