ფილტვის ანთება (პნევმონია)
ფილტვის ანთება (პნევმონია)
allmedic
ფილტვის ანთება (პნევმონია)
ფილტვის ანთება (პნევმონია)

პნევმონია ფილტვების ანთებას ეწოდება.

 

მას იწვევს:

  • ბაქტერიები 
  • ბაქტერიის მსგავსი ორგანიზმები - მიკობაქტერიები
  • ვირუსები
  • სოკოვანი ინფექცია (განსაკუთრებით ძლიერ დაქვეითებული იმუნური სისტემის შემთხვევაში)

 

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით გამოწვეულ ანთებას საზოგადოებრივ პნევმონიას უწოდებენ. ასევე არსებობს ეგრეთ წოდებული ჰოსპიტალური პნევმონია, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს. რისკი განსაკუთრებით მაღალია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფ პაციენტებში.

ფილტვების ანთების კიდევ ერთი ფორმა ასპირაციული პნევმონიაა. ეს უკანასკნელი საკვების, სითხის, ნაღებინები მასის სასუნთქ გზებში გადაცდენის შემდეგ შეიძლება განვითარდეს. ის უფრო ხშირია პირებში, რომელთაც ყლაპვის პროცესი აქვთ დარღვეული.

 

ფილტვების ანთების სიმპტომების სიმძიმე გამომწვევ მიზეზსა და დაავადებული ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტზეა დამოკიდებული.  უხშირესი სიმპტომებია:

  • ცხელება, ოფლიანობა, შემცივნება
  • ხველა ნახველით
  • გულმკერდის არეში ტკივილი სუნთქვისა და ხველის დროს
  • ზერელე სუნთქვა - ქოშინი
  • საერთო სისუსტე, დაღლილობა
  • გულისრევა, ღებინება ან ფაღარათი

 

ფილტვების ანთების დიაგნოზის დასმა ხდება სიმპტომების, ფილტვების მოსმენის და შემდეგი კვლევების მონაცემებიდან გამომდინარე:

  • გულმკერდის რენტგენოგრაფია
  • სისხლის ანალიზი
  • სისხლში ჟანგბადი შემცველობის განსაზღვრა
  • ნახველის ანალიზი

 

მკურნალობისთვის აუცილებელია გამომწვევი მიზეზის საწინააღმდეგო და სიმპტომების შემამსუბუქებელი მედიკამენტები. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია მოსვენების რეჟიმში (ხშირ შემთხვევაში, წოლით რეჟიმში) ყოფნა და სითხეების ადექვატური რაოდენობით მიღება.

 

allmedic