პრემენსტრუალური სინდრომი იმ სიმპტომების ერთობლიობაა, რომელიც მენსტრუაციის დაწყებამდე შეინიშნება.
პრემენსტრუალური სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა რამდენიმე ფაქტორი ითველბა ხელშემწყობად:
- ჰორმონებისა და ქიმიური ნივთიერებების ცვალებადობა
- დეპრესია
პრემენსტრუალური სინდრომის გამოვლინებები საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. ყველაზე ხშირია:
ემოციისა და ქცევის ცვალებადობა:
- დაძაბულობა, შფოთვა
- დეპრესიული განწყობა
- ტირილი
- გაღიზიანებადობა და სიბრაზე
- ხასიათის ცვალებადობა
- მადის ცვლილება, საკვების მიმართ შერჩევითობა
- ჩაძინების გაძნელება
- საზოგადოებასთან ურთიერთობის თავიდან აცილება
- ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება.
ფიზიკური ნიშნები და სიმპტომები:
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი
- თავის ტკივილი
- დაღლილობა
- წონის მატება სითხის შეკავების გამო
- მუცლის შებერილობა
- მტკივნეული მკერდი
- აკნეს (სახეზე გამონაყრის) გამწვავება
- შეკრულობა ან ფაღარათი.
სიმპტომები, როგორც წესი, მენსტრუაციის დაწყებიდან 4 დღეში უკუგანვითარდება.
პრემნსტრუალური მდგომაროების დადგენა ზემოთ აღნიშნული სიმტომების და მათი პერიოდულობის საფუძველზე ხდება.
ხშირ შემთხვევაში, პრემენსტრუალური სიმპტომების შესამცირებლად ცხოვრების სტილის შეცვლა სრულიად საკმარისია. კერძოდ:
- საკვების მიღება ხშირ და მცირე ულუფებად სისავსისა და მუცლის შებერილობის მოხსნას უზრუნველყოფს
- მარილიანი საკვების შეზღუდვა რაციონში
- რთულად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი საკვების მიღების გაზრდა, მაგალითად, ხილი, ბოსტნეული, ნაკლებად დამუშავებული მარცვლეული
- კალციუმით მდიდარი საკვების მიღება - რძის პროდუქტები ან კალციუმის მიღება დანამატის სახით
- კოფეინისა და ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა
- ფიზიკური აქტივობა - სწრაფი სიარული, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა, აერობიკა და ა.შ. ყოველდღიურად მინიმუმ 30 წუთის
- ადექვატური ძილი.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული მედიკამენტების მიღება: დეპრესიის საწინააღმდეგო, ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი საშუალებები ან ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები.