
პლევრა გულმკერდის ღრუს შიგნითა ზედაპირისა და ფილტვების გარე ზედაპირის შემომგარსავი მემბრანაა, მის ანთებას კი პლევრიტი ეწოდება. პლევრიტი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული:
პლევრის ანთება შემდეგი სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს:
პლევრის ანთებით გამოწვეული ტკივილი შეიძლება ბეჭის და ზურგის არეში გადაეცემოდეს.
პლევრის ანთების დროს პლევრაში შეიძლება დაგროვდეს სითხე, რომელიც ფილტვებს აწვება და იწვევს მათ „ჩაფუშვას“, რაც სუნთქვის გაძნელებითა და ხველით გამოვლინდება. სითხის დაჩირქების შემთხვევაში აღინიშნება ცხელება.
პლევრიტის დიაგნოზი სიმპტომების და შემდეგი გამოკვლევების საფუძველზე ისმება:
პლევრიტის მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე (მაგ. ინიშნება ანტიბიოტიკი ბაქტერიული პლევირიტისას), ასევე იგი მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებისაკენ.