ფეხის გულის მეჭეჭები
ფეხის გულის მეჭეჭები
allmedic
ფეხის გულის მეჭეჭები
ფეხის გულის მეჭეჭები

მეჭეჭი მკვრივი, მარცვლოვანი წანაზარდია. ფეხის გულის მეჭეჭები ძირითადად ადამიანის პაპილომავირუსით არის გამოწვეული. პაპილომავირუსის 100-ზე მეტი სახეობა არსებობს, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი მათგანი იწვევს ფეხის გულის მეჭეჭს. ვირუსი კანში აღწევს მცირე ჭრილობიდან, ნახეთქიდან, ნაკაწრიდან თუ ფეხის გულზე არსებული სხვა სუსტი ადგილებიდან.

 

დაავადება გადამდებია, მაგრამ ადვილად არ ვრცელდება ერთი პირიდან მეორეზე. ვირუსი კარგად მრავლდება თბილ და ტენიან გარემოში, ამიტომ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს აუზთან ან გასახდელში ფეხშიშველი სიარულის დროს.

 

ფეხის გულის მეჭეჭების განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ:

  • ბავშვებსა და მოზარდებს
  • დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს
  • პირებს, რომელთაც ადრე ჰქონიათ ფეხის გულის მეჭეჭები

 

ფეხის გულის მეჭეჭისათვის დამახასიათებელია:

  • მცირე ზომის, მკვრივი წარმონაქმნები ფეხის გულზე
  • გასქელებული, გაუხეშებული კანი კარგად გამოკვეთილი წერტილის ირგვლივ, სადაც მეჭეჭი შიგნით არის ჩაზრდილი
  • შავი წერტილები. ეს თრომბით დახშული სისხლძარღვებია
  • დაზიანებები, რომლებიც ფეხის გულის ხაზებისა და ღარების ნორმალურ განლაგებას არღვევს
  • დგომისა და სიარული დროს ტკივილი ან მომატებულ მგრძნობელობა

 

დიაგნოზის დასადგენად ტარდება:

  • დაზიანებული არის დათვალიერება
  • მეჭეჭის გაჭრა და შავი წერტილების შემოწმება
  • მეჭეჭის პატარა ნაწილის აღება (ბიოფსია) ლაბორატორიული გამოკვლევისათვის

 

უმეტეს შემთხვევაში ფეხისგულის მეჭეჭი თავად განიკურნება, თუმცა ამას შეიძლება 1-2  წელი დასჭირდეს. არსებობს მისი მკურნალობის არარეცეპტურული საშუალებები, თუმცა თუკი მეჭეჭები ძალიან შემაწუხებელია, შეიძლება სამედიცინო დახმარების გამოყენება. მეჭეჭების მკურნალობისთვის მედიკამენტები, მოყინვის პროცედურა, ლაზერი ან ქირურგიული ჩარევა გამოიყენება. მეჭეჭების სამკურნალოდ ასევე ეფექტურია მეჭეჭის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 

allmedic