პეტექიები
პეტექიები
allmedic
პეტექიები
პეტექიები

პეტექია ეწოდება წერტილოვან სისხლჩაქცევას კანზე. ის წითელი, ყავისფერი ან შინდისფერი შეფერილობის შეიძლება იყოს. ხშირ შემთხვევაში პეტექიები გროვების სახით არის წარმოდგენილი და გამონაყარს წააგავს. გამონაყრისაგან განსხვავებით პეტექია კანის ზედაპირიდან წამოწეული არ არის და თითის დაჭერისას ფერს არ იცვლის. ზოგჯერ პეტექია პირის ან ქუთუთოების შიგნითა ზედაპირებზე ვითარდება.

 

პეტექია სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული:

  • ხანგრძლივი დაძაბვა (ტირილი, ხველა, ღებინება, სიმძიმის აწევა, მშობიარობა)
  • სამედიცინო პრობლემები, მაგალითად, ინფექციური დაავადებები: ციტომეგალოვირუსული ინფექცია, მონონუკლეოზი, მენინგოკოქცემია, სეფსისი, ქუნთრუშა, სტრეპტოკოკული ანგინა და სხვა. არაინფექციური დაავადებები: ვასკულიტი, თრომბოციტების ნაკლებობა, ლეიკემია, C ვიტამინის დეფიციტი, K ვიტამინის დეფიციტი და სხვა.
  • გარკვეული სახის დაზიანებები. მაგ: დარტყმა, მოჭერა, კბენა და ა.შ.
  • მედიკამენტები
  • მზით მიღებული დამწვრობა

 

  პეტექიების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან მიზეზი შეიძლება სერიოზული დაავადება იყოს, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. 

allmedic