პერიმენოპაუზა
პერიმენოპაუზა
allmedic
პერიმენოპაუზა
პერიმენოპაუზა

პერიმენოპაუზა მენოპაუზასთან მიახლოვებულ პერიოდს ნიშნავს ანუ პერიოდს, როდესაც ორგანიზმი ბუნებრივად გადადის უნაყოფობის მდგომარეობაში. ეს პერიოდი მენსტრუალური ციკლის არარეგულარობით იწყება და როგორც წესი 40 წლის შემდეგ შეინიშნება. თუმცა მან 40 წლამდეც შეიძლება იჩინოს თავი.

 

ამ დროს მენსტრუალური ციკლი გახანგრძლივებული ან მოკლე ხდება. ზოგიერთი მენსტრუალური ციკლი კი ოვულაციის გარეშე მიმდინრეობს ანუ საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გადმოსროლა არ ხდება.

 

 პერიმენოპაუზის პერიოდისთვის ასევე დამახასიათებელია:

  • წამოხურება
  • ძილის დარღვევა
  • ხასიათობრივი ცვლილებები - გაღიზიანებადობა ან დეპრესიულობა
  • საშოს სიმშრალე, მტკივნეული სქესობრივი აქტი

 

პერიმენოპაუზას  გარკვეული ცვლილებები ახლავს ძვლების მხრივ. კერძოდ,  ვითრდება ძვლის გაიშვიათება - ოსტეოპოროზი. სისხლში მატულობს ორგანიზმისთვის მავნე დაბალი სიმკვრივის ლიპიდების - ქოლესტერინის დონე.

 

მენოპაუზის ნაადრევად განვითარების რისკს ზრდის:

  • თამბაქოს მოხმარება
  • ოჯახური ანამნეზი
  • სიმსივნის მკურნალობა
  • საშვილოსნოს ამოკვეთა

 

 მდგომარეობის დადგენა სიმპტომების საფუძველზე ხდება.

 

პერიმენოპაუზის შემაწუხებელი სიმპტომების შესამცირებლად შეიძლება დაინიშნოს გარკვეული მედიკამენტები. მნიშვნელოვანია შფოთვისა და სტრესის მოხსნა, ადექვატური ძილი, ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება, კერძოდ კი საკვები, რომელიც უჯრედისით, კალციუმით მდიდარია და ნაკლებად შეიცავს ცხიმებს. ალკოჰოლისა და კოფეინის მიღება არ არის რეკომენდებული თუ ის წამოხურების პროვოცირებას იწვევს. 

allmedic