
მენჯი მუცლის ღრუს ქვედა ნაწილს ეწოდება. ამ მიდამოში აღმოცენებული ტკივილი შეიძლება საჭმლის მომნელებელი, რეპროდუქციული ან საშარდე სისტემის ორგანოების, ასევე ძვლის ან კუნთის დაზიანებით იყოს გამოწვეული. იშვიათ შემთხვევაში მენჯის ტკივილის წყარო ამ არეში ნერვის გაღიზიანებაა.
მამაკაცებსა და ქალებში მენჯის არეში ტკივილის საერთო მიზეზებია:
მენჯის ტკივილის მხოლოდ მანდილოსანთათვის დამახასიათებელი მიზეზებია:
გამომწვევი მიზეზის მიხედვით ტკივილი სხვადასხვა ხასიათის შეიძლება იყოს: ყრუ ან მძაფრი; მუდმივი ან ხანგმოშვებითი; მსუბუქი, საშუალო ინტენსივობის და ძლიერი. მენჯის არიდან ტკივილი ზოგჯერ წელის, დუნდულოების და ბარძაყის არეში გადაეცემა. მენჯის ტკივილი შეიძლება უეცრად, მწვავედ აღმოცენედეს ან თანდათანობით განვითარდეს. ამ უკანასკნელს ქრონიკული ეწოდება. ზოგჯერ მენჯის ტკივილი მხოლოდ შარდვის ან სქესობრივი აქტის დროს ვლინდება.
დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია პაციენტის დეტალური გამოკითხვა, ფიზიკური გასინჯვა და ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოკვლევა:
გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარეობს მკურნალობის მეთოდი. შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია ან მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტების მიღებით შემოიფარგლოს. სტრესი და შფოთვა, როგორც წესი, ქრონიკულ მდგომარეობას ამძიმებს. ამიტომ სტრესის მოხსნა სხვადასხვა საშუალებებით და ადექვატური ძილი მნიშვნელოვანია პაციენტისთვის.