ამრიდებლური პიროვნული აშლილობა
ამრიდებლური პიროვნული აშლილობა
allmedic
ამრიდებლური პიროვნული აშლილობა
ამრიდებლური პიროვნული აშლილობა

დაავადება ხასიათდება სოციალური შეკავებულობის ძლიერი შეგრძნებით, არაადეკვატურობით, მომატებული მგრძნობელობითა და ნეგატიურობით კრიტიკისა და უარყოფის მიმართ. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიმორცხვე ან სოციალური უცნაურობა. დაავადება წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას გარშემომყოფებთან ურთიერთობისა და არსებული ურთიერთობების შენარჩუნებისათვის. ცნობილია, რომ ეს დარღვევა აღენიშნება მოსახლეობის 1%.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • თავის არიდება სამუშაოსთვის, საზოგადოებისთვის, სკოლისთვის კრიტიკისა  და უარყოფის შიშით. მუდმივად ან ხშირად იმის შეგრძნება, რომ სადაც აღმოჩნდებით, იქ თქვენ არ გელიან, როდესაც ეს ასე არაა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ამ დაავადების მქონე ადაიანებს თავის სხვებზე ნაკლებად მიაჩნიათ.
  • დაბალი თვითშეფასება
  • თვით-იზოლაცია

მკურნალობა ძირითადად გულისხმობს „საუბრით თერაპიას“ სპეციალისტთან.

allmedic