საკვერცხის პოლიცისტური სინდრომი
საკვერცხის პოლიცისტური სინდრომი
allmedic
საკვერცხის პოლიცისტური სინდრომი
საკვერცხის პოლიცისტური სინდრომი

საკვერცხის პოლიცისტოზი რეპროდუქციული ასაკის მანდილოსნებში ერთ-ერთ უხშირეს ენდოკრინულ პათოლოგიას წარმოადგენს. პოლიცისტოზის დროს საკვერცხეებში ჩნდება მრავლობითი სითხის შემცველი გროვები - ფოლიკულები და საკვერცხე გადიდებულია. დაავადება უშვილობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ის ასევე შეილძება იყოს სხვადასხვა დაავადებების, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, მომატებული არტერიული წნევის, ცხიმების ცვლის დარღვევის და მეტაბოლური სინდრომის წინაპირობა.

 

საკვერცხის პოლიცისტოზის ზუსტი გამომწვევი უცნობია. შესაძლო მიზეზებია:

  • ჰორმონ ინსულინის სიჭარბე  (ინსულინი პანკრეასის ჯირკვალში გამომუშავდება და შაქრის ათვისებაში მონაწილეობს)
  • მცირედი ანთებით პროცესი ორგანიზმში
  • მემკვიდრეობა. თუ დედას საკვერცხის პოლიცისტოზი აქვს შვილთან აღნიშნული დაავადების განვითარების ალბათობა დიდია

 

 

 

პოლიცისტოზის სიმპტომები მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბებიდან მცირე პერიოდში იჩენს თავს. ზოგიერთ შემთხვევაში  მოგვიანებით ასაკშიც შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, წონის მკვეთრი მატების შემთხვევაში. პოლიცისტოზისათვის დამახასიათებელია:

  • არარეგულარული და ხანგრძლივი მენსტრუალური ციკლი
  • ჭარბთმიანობა
  • აკნე
  • ჭარბი წონა

 

საკვერცხეების პოლიცისტოზის დიაგნოზი ისმება სიმპტომების, ფიზიკური გასინჯვის, სისხლში ჰორმონების დონის განსაზღვრის საფუძველზე. ასევე ტარდება ექოსკოპიური გამოკვლევა.

 

პოლიცისტური საკვერცხეების მკურნალობისათვის მნიშვნელოვანია წონის დაკლება, რომელიც დაბალკალორიული დიეტისა და ფიზიკური აქტივობის კომბინაციით მიიღწევა. წონის მცირედი კლებაც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას. მკურნალობისათვის აუცილებელია გარკვეული მედიკამენტების მიღება, რომლებიც მენსტრულაურ ციკლს არეგულირებს და ჭარბთმიანობას ამცირებს.

 

allmedic